საქართველოში ლოტოს გათაშება მომავალი წლისთვის განახლდება

საქართველოში ლატარიის ჩატარება თებერვლის ბოლომდე განახლდება.

ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ შპს „ჯი ენ ელ“-ში განუცხადეს, რომელსაც საქართველოში ლატარიის ჩატარების და ორგანიზების უფლებამოსილება 2027 წლამდე ექნება.

კომპანიის ცნობით, ფინანასთა სამინისტროს მიერ ლატარიის ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ჩატარებული ტენდერის პირობების თანახმად, ახალი ლატარიის ჩაშვება თებერვლის ბოლომდე უნდა მოხდეს.

„საქართველოს ლატარიის კომპანიამ“, რომელიც საქართველოში ლატარიის ორგანიზებაზე ექსკლუზიურ უფლებას ფლობდა, 1 სექტემბრიდან საქმიანობა შეწყვიტა. აღსანიშნავია, კომპანიის მიერ ორგანიზებულ ლოტო 6/36-ის ბოლო, რიგით 796-ე გათამაშებაში სარეზერვო ფონდში არსებული თანხა სრულად გათამაშდა. კერძოდ, 3 257 მოგებულ ბილეთზე 1 976 761 ლარი გადანაწილდა.