ბოლო 8 თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ბიუჯეტში მობილიზებულმა თანხამ 11 851 408 ლარი შეადგინა

2017 წლის იანვრიდან 1 სექტემბრის მდგომარეობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გაწეული ღონისძიებების შედეგად ბიუჯეტში მობილიზებულმა თანხამ 11 851 408 ლარი შეადგინა.

უწყების ინფორმაციით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ არაკეთილსინდისიერ მეწარმე სუბიექტებს დაერიცხათ 69 931 60 ლარი.

ამასთან, ბოლო 8 თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებული ოქროს ღირებულებამ 1 096 641,76 ლარი შეადგინა, ხოლო უაქციზო სიგარეტის ღირებულებამ - 0,5 მლნ ლარი.