რა სახით დარჩება ელიავას ბაზრობა არსებულ ტერიტორიაზე (+ფოტო, ვიდეო)

ელიავას ბაზრობის მეწილეების განცხადებით, დავით ნარმანია დაპირდა, რომ ბაზრობა სხვა ტერიტორიაზე აღარ გადავა. თუმცა აუცილებელია ტერიტორიის განვითარება.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ბაზრობის ერთ-ერთი დირექციის, შპს „სანაპიროს“ საინიციატივო ჯგუფის იურისტმა გიორგი ლომსიანიძემ განუცხადა, მერიის, საკრებულოსა და გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენლების მხრიდან მხარდაჭერილია მათ მიერ შემუშავებული პროექტი, თუ რა სახით უნდა განვითარდეს აღნიშნული ტერიტორია. 

bpn

„ელიავას ბაზრობის ტერიტორიის განვითარების პროექტი მერიაში წელიწადნახევრის წინ შევიტანეთ. საუბარია, ჩვენს საკუთრებაში არსებული ბაზრობის ძირითადი ნაწილის თანამედროვე მოლად მოწყობაზე, რომელიც ჩვენს საკუთრებაშია. ბაზრის ყველა დირექციის წარმომადგენელი იზიარებს ჩვენი პროექტის კონცეფციას, რომ მთელი ტერიტორია ასეთი სახით უნდა გაკეთდეს და ერთობლივი განცხადებით თბილისის მერსაც მივმართეთ. რაც შეეხება შეხვედრას, დაახლოებით 2 კვირის წინ შევხვდით მერიის, საკრებულოს, თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენლებს, რომელთა მხრიდანაც ჩვენი პროექტი მხარდაჭერილია“, - განაცხადა ლომსიანიძემ. 

bpn

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ამ ეტაპზე ელიავას ბაზრობის მეწილეებთან მოხდა შეთანხმება, რომ მათი მხრიდან განვითარების ერთიანი გეგმა იქნება მომზადებული და წარმოდგენილი, რომლის შემდეგაც ამ საკითხებთან დაკავშირებით განხილვა გაგრძელდება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბაზრობის ტერიტორიის განვითარების პროექტი სხვა დირექციებსაც აქვთ შემუშავებული, მათ შორის, როგორც შპს "ანჯი-ში" "ბიზნესპრესნიუსს" განუცხადეს, მათ თავიანთი პროექტი მერიაშიც აქვთ შეტანილი.

bpn bpn bpn bpn