ჟურნალი Rolling Stone იყიდება

ჟურნალი Rolling Stone, რომელიც არსებობის 50 წელს ითვლის, იყიდება. 

ჟურნალის დამფუძნებლის იან ვენერის თქმით, იმ ამბიციებს, რომელიც Rolling Stone-ს აქვს,  მხოლოდ ოჯახური ბიზნესით ვეღარ აღწევს და ამიტომ ჟურნალის მსხვილი კომპანიისთვის მიყიდვა გადაწყვიტა.

Rolling Stone-ის რეპუტაცია და ფინანსები 2014 წელს დაზარალდა, როდესაც ვირჯინიის უნივერსიტეტში ჯგუფური გაუპატიურების შესახებ სტატია გამოქვეყნდა. როგორც გაირკვა, სტატია ფაქტების გადაუმოწმებლად გავიდა.

გასულ წელს ჟურნალის 49 პროცენტი იან ვენერმა სინგაპურის მუსიკისა და ტექნოლოგიების სტარტაპს "ბენდლებ ტექნოლოჯის" მიყიდა. უცნობია, მოუნდება თუ არა სტარტაპის მფლობელ კუკ მინგს ჟურნალის საკონტროლო პაკეტის ფლობა.

იან ვენერმა წელს უკვე გაყიდა მის მფლობელობაში არსებული სხვა გამოცემები - US Weekly და Men’s Journal.