2015 წლიდან დღემდე საქართველოში და ქვეყნის გარეთ 388 ბავშვი გაშვილდა

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების თანახმად, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებით 350 ბენეფიციარი სარგებლობს, ხოლო მინდობით აღზრდაშია 1523 ბავშვი.

„ინტერპრესნიუსის“ მიერ სოციალური მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, მინდობით აღზრდაში 2015 წელს 1428 ბავშვი იყო, 2016 წელს - 1539, 2017 წლის აგვისტოს მდგომარეობით კი - 1523. მათივე ინფორმაციით, 2015 წელს მცირე საოჯახო სახლებში იყო 415 ბენეფიციარი, 2016 წელს - 394, 2017 წლის აგვისტოს მონაცემებით კი 350.

რაც შეეხება ბავშვების გაშვილების მაჩვენებელს, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების თანახმად, 2015 წელს ქვეყნის შიგნით 164 ბავშვი გაშვილდა, 2016 წელს 130, 2017 წლის აგვისტოს მონაცემებით, კი - 82.

რაც შეეხება საერთაშორისო გაშვილებას, 2015 წელს - 7 ბავშვი გაშვილდა, 2016 წელს- 3, 2017 წლის აგვისტოს მონაცემებით კი 2.