„ქართულ ოცნების“ 3 დეპუტატთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობენ

პარლამენტის სამ წევრთან დაკავშირებულ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობა აქვთ მიღებული.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ანგარიშის თანახმად, მეცხრე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან (2016 წლის 18 ნოემბერი) 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდზე.

დეპუტატების ჩამონათვალი ასე გამოყურება:

კახაბერ ოქრიაშვილი (მაჟორიტარი, „ქართული ოცნება”) - შპს „პსპ ფარმა”, „პსპ დაზღვევა”. მოგებული ტენდერებიდან ყველაზე მაღალი ღირებულების ხელშეკრულების ოდენობა 16,584,494.85 ლარია.

იოსებ მაკრახიძე (მაჟორიტარი, „ქართული ოცნება”) - შპს “იბოლია”. ყველაზე მაღალი ღირებულების ხელშეკრულების ოდენობაა 2,250,440.00 ლარი

გოჩა ენუქიძე (მაჟორიტარი, „ქართული ოცნება”) - შპს “იბერკომპანი”. ყველაზე მაღალი ღირებულების ხელშკრულების ოდენობა არის - 12,022.50 ლარი.