აგვისტოში ხაჭაპურის ინდექსი 3,9%-ით გაიზარდა

ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გაკეთების თანხამ აგვისტოში 3 ლარი და 8 თეთრი შეადგინა, რაც 3,9%-ით მეტია წინა თვესთან შედარებით, ხოლო 9,2%-ით მეტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

აისეტის მონაცემებით, იმერული ხაჭაპურის ფასის ყველაზე მაღალი ზრდა თვიურად ბათუმში დაფიქსირდა - 13.9%. ბათუმის შემდეგ ხაჭაპურის მომზადება ყველაზე ძვირი თელავშია, სადაც ყველის ფასები თვიურად 13.2%-ით გაიზარდა. 1კგ ყველის ფასი ამ ეტაპზე 7.46 ლარია, რაც ივლისთან შედარებით 7%-ითაა გაზრდილი, ხოლი 17.5%-ით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

აისეტის განცხადებით, ხაჭაპურზე ფასების ზრდა შესაძლოა, ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდას უკავშირდებოდეს, საიდანაც ყველაზე ხშირად მონახულებადი აჭარის რეგიონი იყო. ამან კი შესაბამისად, ფასების ზრდა განაპირობა.