"ბანკმა ქართუმ“, შესაძლოა, მის წინააღმდეგ გაკეთებული საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცილისმწამებლური განცხადებების გამო, სასამართლოს სარჩელით მიმართოს

„ბანკმა ქართუმ“, შესაძლოა, მის წინააღმდეგ გაკეთებული საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცილისმწამებლური განცხადებების გამო, სასამართლოს სარჩელით მიმართოს.ამის შესახებ ნათქვამია „ბანკი ქართუს“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში, რომლითაც იგი „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ბანკის ოფისთან გამართულ აქციას ეხმიანება.

„ბანკი ქართუ“ არ აპირებს პოლიტიკურად გაკოტრებულ ძალასთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პოლემიკაში შესვლას. თუმცა, მესამე პირებთან, მათ შორის საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, ბანკის რეპუტაციის შელახვის მიზნით გაკეთებული ცრუ ბრალდებები არ დარჩება რეაგირების გარეშე. ბანკი აუცილებლად მიმართავს სასამართლოს სარჩელით, ყველა იმ პირების და ორგანიზაციის წინააღმდეგ, ვინც ბანკის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთა და დაუსაბუთებლად, მტკიცებით ფორმაში, დაადანაშაულა ბანკი ფულის გათეთრებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.