დავით ნარმანიას განცხადებით, მრავალსართულიანი პარკინგების პროექტირების ძირითადი ნაწილი დასრულებულია

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, მრავალსართულიანი პარკინგების პროექტირების ძირითადი ნაწილი დასრულებულია.

"პროექტირების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. ადგილები, როგორც თქვენთვის ცნობილია, შერჩეულია. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ამასთან დაკავშირებით გაკეთებულია და ეს პროექტი გრძელდება",- განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ მერია სააკაძის მოედანზე, ფილარმონიასთან, ეროვნულ სტადიონთან და კიდევ შვიდ ადგილზე, დედაქალაქში მრავალსართულიანი პარკინგის მოწყობას გეგმავს.