„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშის თანახმად, ერთი წლის განმავლობაში სამეწარმეო საქმიანობიდან ყველაზე მაღალი შემოსავალი - 17 429 052 ლარი - დეპუტატ კახაბერ ოქრიაშვილს აქვს მიღებული.
მიმდინარე წლის 27 ივნისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, პარლამენტის წევრი ფლობს 451 კვარატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს დმანისში; 500 კვ. მეტრის საცხოვრებელ სახლს და 1250 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს წავკისში; 888 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს დედაქალაქში; 12 357 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს წავკისში; 6 363 კვ. მეტრისა და 3 091 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთებს წავკისში; 31,40 კვ. მეტრი ფართობისა და 32 კვ. მეტრის ბინებს დმანისში; 1 682 კვ. მეტრის არასაცხოვრებელ ფართს თბილისში; 4 499 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს დმანისში და 200 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს დმანისში.
კახაბერ ოქრიაშვილს ასევე ეკუთვნის სს „ელექტრონიკა 94“-ის 21 624 აქცია; სს „პსპ დაზღვევას“ 5 000 000 აქცია, რომელიც 2016 წელს 5 000 000 ლარად შეიძინა; მის საკუთრებაშია ასევე „პსპ დაზღვევას“ 9 000 000 აქცია, რომელიც 2015 წელს 9 000 000 ლარად აქვს შეძენილი.
რაც შეეხება დეპუტატის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში მას "ბანკი ქართუს" მიმდინარე ანგარიშზე 65,36 დოლარი; 5 412,70 ლარი; 0,29 ევრო; 2 578,48 დოლარი; 698,34 ევრო ჰქონდა.
სამეწარმეო საქმიანობას რაც შეეხება, ოქრიაშვილი 11 კომპანიის პარტნიორია. ეს კომპანიებია: შპს „ჯეომედი“, რომლის 25%-იან წილს ფლობს; შპს „პსპ ფარმა“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელია; შპს „აქსა მედიქალ“; შპს „პსპ საქართველო“, საწარმოს 59%-იანი წილი ეკუთვნის დეპუტატს; შპს „სანიმედი“, რომლის 100%-იანი წილი მას ეკუთვნის; შპს GMP Production, მას საწარმოს 95% ეკუთვნის; 15%-იანი წილი აქვს შპს „მარგვეთში“; შპს „პატრია მედიკა“; შპს „ჯისითი“; სს „პსპ დაზღვევა“ და შპს „მანდარინი“. ამასთან, დეპუტატი 2 კომპანიის აქციონერია, საუბარია შპს „ალფასა“ და სს „ელექტრონიკა 94-ზე“. ამ კომპანიებიდან გასულ წელს პარლამენტის წევრს მხოლოდ 2 საწარმოს საქმიანობით აქვს შემოსავალი მიღებული. კერძოდ, შპს „პსპ ფარმას“ საქმიანობით მიღებულმა შემოსავალმა 17 400 000 ლარი; ხოლო „ელექტრონიკა 94“-ის საქმიანობით მირებულმა შემოსავალმა კი - 29 052 ლარი შეადგინა.
ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატთან ან მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული საწარმოებია: შპს ნიუ ჰოსპიტალსი (შპს ლინატი); სს ქართული ლუდის კომპანია (შპს ლინატი); შპს მედკაპიტალი (შპს ლინატი); შპს ნიუ ჰოსპიტალსი (შპს პსპ ფარმა) და შპს მედკაპიტალი (შპს პსპ ფარმა).
ოქრიაშვილის შემოსავალმა გასულ წელს პარლამენტში ფრაქციის თავმჯდომარის პოსტზე 64 458 ლარი შეადგინა.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, საწარმოების - შპს ჯეომედის, შპს პსპ ფარმას, შპს პსპ დაზღვევის, შპს ალფას, შპს პატრია მედიკას, შპს მანდარინის, შპს ჯი-სი-თი ინჯინერინგის, შპს პსპ, შპს სანიმედის, სს ელექტრონიკა 95-ის, შპს მარგვეთის წილის, შპს ჯი-ემ-პი პროდაქშანის და შპს აქსა მედიქალ-ის წილების მართვა ოქრიაშვილს სხვა პირზე აქვს მინდობილი.
დეკლარაციის შევსების მომენტში პარლამენტარს 899 134,26 დოლარის ოდენობის სესხი ჰქონდა, რომლის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 899 134,26 დოლარი შეადგინა; 400 000 დოლარიანი სესხის შედეგად ამავე ოდენობის შემოსავალი აქვს მიღებული; 300 იჯარის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა კი 700 ლარი შეადგინა.
საწესდებო კაპიტალში შენატანის სახით კახაბერ ოქრიაშვილის გასავალმა წინა წელს 5 მილიონი ლარი შეადგინა.
დეპუტატს ჰყავს მეუღლე ლინა თოფურია, რომელიც ფლობს 94,23 კვ. მეტრი ფართობის ბინას თბილისში, 276 არასაცხოვრებელ ფართს დედაქალაქში. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში „ბანკი ქართუს" მიმდინარე ანგარიშზე 17 222,16 ლარი; 1,08 დოლარი; 38,99 ლარი ჰქონდა. ასევე თოფურია არის შპს „ჯი-ემ-პი“-სა და შპს „ლინატის“ პარტნიორი, საწარმოების 100%-იანი წილი მის საკუთრებაშია; ამასთან ის არის საქართველოში სს „ეგის ფარმაცეუტიკალსის“ წარმომადგენლობის დირექტორი. ამ პოსტზე მისმა შემოსავალმა წინა წელს 73 500 ლარი შეადგინა. მასვე დეკლარაციის მიხედვით ჰქონდა, 71 414 ლარის ოდენობის იჯარა, რომლის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 71 414 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ ინფორმაციით, პარლამენტარი ქართველ მილიონერთა კლუბის ერთ-ერთი წევრია და მისი ქონება 5 მილიონ ლარად არის შეფასებული.