ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია.

ცეცხლი, სავარაუდოდ, ბალახსა და ხეებს უკიდია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ხანძრის შესახებ შეტყობინება მათთან ცოტა ხნის წინ შევიდა და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები შემთხვევის ადგილზე უკვე გავიდნენ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.