სამშენებლო და სარემონტო ხელსაწყოები HOTSALE.GE-სგან

კომპანია HOTSALE.GE, რომელმაც უკვე წლებია, თქვენი მეგობარი კომპანიის სტატუსი ღირსეულად დაიმკვიდრა, ახალ საინტერესო შეთავაზებას ამზადებს.

უმაღლესი ხარისხის სამშენებლო და სარემონტო ხელსაწყოები განსაკუთრებული ფასდაკლებით - სწორედ ესაა კომპანიის სიახლე, რომელიც სხვა შეთავაზებებთან ერთად უამრავ ადამიანს დააინტერესებს.

”HOTSALE.GE ყოველთვის ცდილობს, მომხმარებლებს მათთვის სასურველი პროდუქცია საუკეთესო ფასად შესთავაზოს. ბაზარზე აღნიშნულ პროდუქტებზე მოთხოვდა იზრდება და ჩვენი მომხმარებლებისგანაც ამ კუთხით არაერთი თხოვნა დაფიქსირდა. სწორედ ამიტომ გადავწვიტეთ, მათთვის სამშენებლო და სარემონტო ხელსაწყოები შეგვეთევაზებინა,” - განმარტავს HOTSALE.GE.

ახალი შეთავაზების შექმნისას კომპანიამ პირველ რიგში აქცენტი პროდუქციის ხარისხზე გააკეთა. ამიტომ შეირჩა კომპანია INGCO-ს პროდუქცია. კომპანია ელექტრო და სამშენებლო ინსტრუმენტებს 2006 წლიდან აწარმოებს. დღეისათვის გლობალურ ბაზარზე INGCO-ს 2 000-ზე მეტი დასახელების პროდუქციაა წარმოდგენილი. ამ ეტაპზე კი HOTSALE.GE-ზე მაღალი ხარისხის ხელსაწყოების 20-ზე დასახელების ნივთია განთავსებული. სამომავლოდ ასორტიმენტს აბაზანის აქსესუარების და მოწყობილობების დიდი არჩევანი, ასევე სხვადასხვა სახის მოსაპირკეთებელი ფილები დაემატება.

პროდუქციის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, INGCO-ს ხელსაწყოები ყველა საფასო სეგმენტისათვის მისაღებია. ამ ეტაპზე HOTSALE.GE-ზე განთავსებულ ხელსაწყოებზე მომხმარებლებს მინიმუმ 25%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლია.

”გუნდს, რომელიც INGCO-ს ქმნის, სჯერა, რომ ხარისხი მხოლოდ ინსტრუმენტის ფუნქციებში, გამოყენებითობასა და ვიზუალში არ გამოიხატება. მათი ხედვით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ენერგო ეფექტურობა, შრომითი გამოყენების ინტენსივობა და საექსპლუტაციო საიმედოობა. INGCO-ს გუნდი მუდმივად მუშაობს იმისათვის, რომ პროდუქცია იყოს უფრო მეტად ეკონომიური, მოსახერხებელი და დიდხანს გამოსადეგი. პროდუქციის ქართულ ბაზარზე შემომტანი და მწარმოებელი ”ნოვაა”, რომელიც პროდუქციის იმპორტთან ერთად ადგილობრივადაც აწარმოებს მაღალი ხარისხის პროდუქციას,” - განმარტავს HOTSALE.GE.

სამომავლოდ, სამშენებლო და სარემონტო ხელსაწყოები HOTSALE.GE-ს ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება იქნება. იგეგმება ასორტიმენტის გამრავლფეროვნება. აქცენტი კი ტრადიციულად ხარისხზე გაკეთდება.