ექსპერტი - დოლარის გაძლიერების მორიგი ტალღაა მოსალოდნელი

გუშინდელი დადებული პროგნოზი, რომ ლარი დოლარის კურსთან მიმართებაში მერყეობის საზღვრებს შეიცვლიდა და ახალ (2,4650-2,4970) საზღვრებში გადავიდოდა, კვლავ გამართლდა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, „ეფიქს გრუპის“ მთავარი ანალიტიკოსი ნიკა შენგელია წერს.

მისი თქმით, დღეიდან მინიმუმ 2 კვირისა და მაქსიმუმ 4 კვირის თავზე დოლარის გაძლიერების მორიგი ტალღაა მოსალოდნელი, რაც ლარის კურსს დოლართან მიმართებაში მერყეობის კიდევ უფრო მაღალ საზღვრებში გადაიყვანს.

„რაც შეეხება ლარის კურსს ევროსთან მიმართებაში, ბოლო რამდენიმე დღეა იგი ახალ მაქსიმუმებს წერს”, - აღნიშნავს შენგელია.