”ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს, გეგმური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

”ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს, 21 სექტემბერს ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ,  21 სექტემბერს 11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 2802 აბონენტს სტეფანწმინდაში, არშაში, სიონში, ჯუთასა და მიმდებარე სოფლებში, 13:00-დან 18:00 საათამდე 626 აბონენტს თიანეთის რაიონის სოფლებში ზემო ნაქალაქარი, ვეძათხევი, ზურაბები და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.