გეგმური სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ხვალ თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც  ”თელასში” აცხადებენ, ისნისა და სამგორის რაიონებში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვარკეთილის III მასივის V მიკრორაიონის, ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის და ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლებს;

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, სამასი არაგველის, შავსოფლის, ბოდბის, ლუსინიანის, არბოშიკის, ბოჭორმის და იალბუზის ქუჩების მცხოვრებლებს;

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებს;

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), გახოკიძის, ბაღდავაძის, მებაღეობის, ჭიჭინაძის, რაზიკაშვილის, პოლიციის, ქიზიყის, ენუქიძის და ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს;

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ფერაძის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის, ლვოვის, ყუშიტაშვილის, ვაზისუბნის, ბუდაპეშტის და მამია ალასანიას ქუჩების მცხოვრებლებს;

მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის და ლეონიძის ქუჩის მცხოვრებლებს;

დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის, აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ბელიაშვილის, რობაქიძის და ლუბლიანას ქუჩების მცხოვრებლებს;

გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მცხოვრებლებს,

11:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს,

13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის, სალხინოს და ხერხეულიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.