23 სექტემბრიდან პეკინის, შარტავას და კოსტავას ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს

23 სექტემბრიდან პეკინის, კანდელაკისა და შარტავას ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს , - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს რეაბილიტირებული პეკინის ქუჩის გახსნისას განაცხადა.

დავით ნარმანიას თქმით, პეკინის ქუჩაზე მოეწყო ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისათვის ”ბას ლაინი”, რომელზედაც საქალაქო ტრანსპორტი 23 სექტემბრიდან ივლის.

თბილისის მერმა დღეს პეკინის რეაბილიტირებული ქუჩა გახსნა.