ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე 3 400-მა პირმა პრემია უკვე მიიღო

ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე მეხანძრე-მაშველებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა პრემია უკვე მიიღეს.

ამის შესახებ  შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, პრემია დაახლოებით 3 400 პირზე გაიცა.

ამასთან, როგორც შსს-ში განმარტავენ, პროცესი გრძელდება და პრემიას სხვა დანაყოფებიც მიიღებენ.

საქართველოს რეგიონებში გაჩენილი ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული პირებისთვის პრემიის გამოყოფის საკითხის უზრუნველყოფა მთავრობას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დაავალა.