10 რჩევა გავხდეთ გაყიდვების სუპერვარსკვლავი

გთავაზობთ რჩევებს ცნობილი გაყიდვების გურუს, ბრაიან თრეისის წიგნიდან "გახდი გაყიდვების სუპერვარსკვლავი".

• იმოქმედე ისე, თითქოს წაგების შანსი არ არსებობს

გააკეთეთ ის, რაც ყველაზე მეტად გაშინებთ. თამამად გაუსწორეთ თვალი ყველა დაბრკოლებას, რასაც კი შეუძლია უკან დაგხიოთ და ნახავთ, როგორ გაქრება მარცხისა და უარყოფის შიში.

• ჩადეთ გაყიდვებში მთელი გული

100%-ით მიუძღვენით თავი საკუთარ პროფესიას, კომპანიას, პროდუქტს/მომსახურებასა და კლიენტებს. იმუშავეთ მთელი გულითა და სულით.

• ჩაებით მუდმივი სწავლის პროცესში

ისწავლეთ რაღაც ახალი ყოველდღე, რაც თქვენი გაყიდვების უნარს გააუმჯობესებს.იკითხეთ წიგნები, უსმინეთ აუდიოპროგრამებს, დაესწარით ტრენინგებს.

• წარმოაჩინეთ თავი ნამდვილ პროფესიონალად

შეხედეთ საკუთარ თავს, როგორც კონსულტანტსა და კლიენტის დამხმარეს. შეხვედრაზე მოიქეცით არა როგორც გაყიდვების აგენტი, არამედ როგორც კლიენტის მრჩეველი.

• აიღე სრული პასუხისმგებლობა შედეგებზე

წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ საკუთარი კორპორაცია, რომელზეც პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ ხართ. ამგვარად აღარ დაიწყებთ მიზეზების ძებნას, რატომ ვერ ახერხებთ პროდუქტის ან მომსახურების გაყიდვას და შეეცადეთ, მიაღწიოთ პროგრესს თქვენს საქმიანობაში.

• დაამყარეთ გრძელვადიანი ურთიერთობები

ეცადეთ, არ დაკარგოთ კლიენტის ნდობა. იყავით მასთან გახსნილი. არ მოატყუოთ და მოარგეთ პროდუქტი მის სარგებელს, ამით მათთან გრძელვადიან ურთიერთობებს ნამდვილად დაამყარებთ.

• ეფექტიანად გადალახეთ წინააღმდეგობები

ისწავლეთ, როგორ გააქარწყლოთ კლიენტის ეჭვები და წინააღმდეგობები. მოამზადეთ პასუხები სავარაუდო არგუმენტებზე.

• მნიშვნელობა მიანიჭეთ ყოველ წუთს

დრო თქვენი ყველაზე ძვირფასი რესურსია. რეალურად თქვენ საკუთარ დროს ყიდით. სამუშაო დროის ყოველი წუთი მხოლოდ მუშაობას დაუთმეთ.

• ყოველი ზარისთვის განსაკუთრებულად მოემზადეთ

სანამ კლიენტს პირველად შეხვდებით, გულდასმით მოემზადეთ. გაიგეთ ყველაფერი მისი ბიზნესისა და საქმიანობის შესახებ, რათა მაქსიმალურად დაეხმაროთ.

• არასდროს დაგავიწყდეთ!

გახსოვდეთ, არ არსებობს არანაირი შეზღუდვა, რომლის გამოც სურვილისამებრ ვერ განკარგავთ თქვენს დროსა და ცხოვრებას. ლიმიტს საკუთარ თავს ჩვენ თავად ვუწესებთ!

წიგნიდან: გახდი გაყიდვების სუპერვარსკვლავი

ავტორი: ბრაიან თრეისი