გამგებელი: „ზაჰესის ძველ ხიდთან მისასვლელი გზის ჩანგრევა წყლის მილის დაზიანებამ გამოიწვია“

ზაჰესის ძველი ხიდის ქვეშ არსებული წყლის მილი გასკდა და ხიდთან მისასვლელი გზის ნაწილის დაზიანება ამან გამოიწვია.

ამის შესახებ, "ბიზნესპრესნიუსს“ გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ განუცხადა.

„შემთხვევა დილის საათებში მოხდა. ზაჰესის მეორე, ძველი ხიდის ქვეშ არსებული წყლის მილი გასკდა და ხიდთან მისასვლელი გზის ნაწილის დაზიანება ამან გამოიწვია. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლები ადგილზე არიან და მიმდინარეობს სამუშაოები. წყალი გადაიკეტა, თუმცა სისტემებში დაგროვილი წყალი ამ ადგილას მოედინება და პირველ რიგში წყლის ნაკადმა უნდა იკლოს,“ -აღნიშნა ორმოცაძემ.

მისივე თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.