ირაკლი მექვაბიშვილი აუდიტის სამსახურიდან პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის გამოყოფის მიმართულებით ცვლილებებს არ გეგმავს

გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის გამოყოფის მიმართულებით ცვლილებებს არ გეგმავს.

მექვაბიშვილი მიიჩნევს, რომ კლასიკურ მოდელში ეს ფუნქცია არ უნდა იყოს აუდიტის სამსახურში, მაგრამ ამ ეტაპზე ცვლილებებს არ ფიქრობს.

”კლასიკურ მოდელში ეს ფუნქცია ალბათ არ უნდა იყოს აუდიტის სამსახურში, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვფიქრობ, რომ რაიმე ცვლილებებს ამ მიმართულებით განვახორციელებ”, - განაცხადა მექვაბიშვილმა.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, მექვაბიშვილის თქმით, ეს არის ბუნებრივი და კარგი პროცესი, თუმცა რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს, არ დაუკონკრეტებია.

”გენერალური აუდიტორს კანონით აქვს მინიჭებული უფლებამოსილება განახორციელოს ნებისმიერი სტრუქტურული საკადრო ცვლილება თუ ის ჩათვლის, რომ ასეთი აუცილებლობა არსებობს”, - განაცხადა მექვაბიშვილმა.