ბარსელონას მიმართულებით პირდაპირი ფრენები მომავალი წლიდან დაიწყება

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways თბილისი-ბარსელონას მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყებას გეგმავს.

ამასთან, კომპანია კიდევ 4 ახალი მიმართულებით დაიწყებს პირდაპირი რეისების განხორციელებას. საუბარია, პარიზის, ბრიუსელის, ბერლინისა და ბოლონიის მიმართულებებზე.

კომპანიის ცნობით, ფრენები 2018 წლის 25 მარტიდან დაიწყება.