ტექნიკური სამუშაოების გამო თბილისის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება შეუწყდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 26 სექტემბერს, 23:00 საათაიდან თბილისის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, სამშაბათს, 26 სექტემბერს, 23:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიღომში - დიღმის საცდელი მეურნეობის მცხოვრებლების ნაწილს, დიღომი 7, დიღომი 8, ბელიაშვილის ქუჩა № 40, № 12-ში მცხოვრებ მოსახლეობას, გრიგოლ ფერაძის ქუჩის, აგრარული უნივერსიტეტის, საქარხნო დასახლების, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა № 32, ლუბლიანას ქუჩა № 21, ნოდარ ბოხუას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, გიორგი ტერევენკოს, ესმა ონიანის, ჭიაურელის კერძო სექტორს მოსახლეობის ნაწილს, აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ სამრეწველო, კომუნალურ ობიექტებს, მათ შორისაა: შპს „წმინდა ნიკოლოზის სახელობის კერძო სკოლა“, გაზგასამართი სადგური „რეალგაზი“, „სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიურო“, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი „ალმა-მატერი“, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, აგრარული უნივერსიტეტი, შპს „ახალი ნათება, შპს „თეგეტა მოტორსი“, შპს „სუპერი“, ცენტრალური საარჩევნო კომისია, თბილისის საქალაქო სასამართლო, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, სწრაფი კვების ობიექტი „მაკდონალდსი“, სუპერმარკეტი „გუდვილი“, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და სხვა.

დიდ დიღომში - როსტევან მეფის ქუჩა № 6, დავარის ქუჩა № 1, ვეფხისტყაოსნის ქუჩა № 16, № 64, სტრაბონის ქუჩა № 26, სოფელი დიღომი ნაკვეთი 036/665-ში მდებარე ამხანაგობა „დიდი დიღომი 32“, შპს „ჯეოტერა -1, ნაკვეთი № 038/041, № 039/028, № 040/418, № 039/672, № 037/457, № 039/465, მირიან მეფის, პეტრე იბერის, გიორგი ბრწყინვასეს ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების. დიდი დიღმის III მიკრო რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, სოფელ ზურგოვანას, ამერიკელების დიპლომატიური დასახლება, სოფელი დიღმის მიმდებარედ - დავარის, უსენის, ფატმანის, ტარიელის, ნიკო ბურის, რამაზის, ნესტან დარეჯანის, ბარონ დე ბაის, იაკობ რაინეგლის, კრისტიან სტივენსის, არქანჯელო ლამბერტის, ნურადინ ფრიდონის, მაქს ტალკეს, შერმადინის, ხატაეთის, მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობას და ამ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს.

სანზონა - ფეიქრების ქუჩა №8, №14, №14ა, ამ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს: შპს „გრანდ ქენდი“, შპს „გეოტერა“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, შპს „ჯორჯია ენერგო“ და სხვა. გაზის მიწოდება აღდგება 27 სექტემბერს, 16:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებლობას იხსნის.