სეტყვამ თელავის რაიონის რამდენიმე სოფელი დააზარალა

თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში, გულგულასა და კურდღელაურში სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

როგორც  ვარდისუბნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ნათია ყარაულაშვილმა განაცხადა, სეტყვას ახლდა ქარიც, რაც სტიქიას აძლიერებდა.

წვიმის გამო ამ ეტაპზე დაზიანებულ ზონაში მისვლა ვერ ხერხდება. ძირითადად დასეტყვილია ვენახები. ზარალის ზუსტი ოდნების დასადგენად კომისია ხვალ დილიდან დაიწყებს მუშაობას.