„ტოიოტა“ 2017 წლის ყველაზე ძვირად ღირებული საავტომობილო ბრენდია

იაპონური ავტომწარმოებელი „ტოიოტა“ 2017 წლის ყველაზე ძვირადღირებულ საავტომობილო ბრენდად დასახელდა.

Interbrend-ის საუკეთესო გლობალური ბრენდების რეიტინგის თანახმად, „ტოიოტას“ ბრენდი დაახლოებით 50.291 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 9%-ით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელზე.

„საუკეთესო გლობალური ბრენდების“ რეიტინგში „ტოიოტა“ მეშვიდეა და უსწრებს ისეთ ბრენდს, როგორიც „ფეისბუქია“, რომელიც 48.188 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ძვირად ღირებული საავტომობილო ბრენდების მეორე პოზიციაზეა Mercedes-Benz – 47.829 მილიარდი დოლარით, მესამეზე კი BMW – 41.521 მილიარდი დოლარით. ათეულში ასევე მოხვდნენ „ჰონდა“ – 22,696 მილიარდი დოლარი, „ფორდი“ – 13,643 მილიარდი დოლარი, ჰიუნდაი - 13,193 მილიარდი დოლარი, „აუდი“ – 12 მილიარდი დოლარი, „ნისანი“ – 11,534 მილიარდი დოლარი, „ფოლქსვაგენი“ – 11,522 მილიარდი დოლარი და „პორშე“ – 10,12 მილიარდი დოლარი.