რუსეთში შესაძლოა WhatsApp, Viber, Google, Facebook და Telegram დაიბლოკოს

Telegram, ისევე როგორც სხვა ინტერნეტ-სერვისები, რომლებიც რუსულ კანონმდებლობას არ დაიცავენ, რუსეთის ტერიტორიაზე ვერ იმუშავებენ , - ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ რუსეთის კავშირგაბმულობის და მასობრივი კომუნიკაციის მინისტრმა ნიკოლაი ნიკიფოროვმა განუცხადა.

„ჩვენ ერთნაირი მიდგომა გვაქვს როგორც რუსული, ასევე უცხოური ინტერნეტ-სერვისების მიმართ. როგორც კანონში წერია, ყველაფერი ისე იქნება. ის სერვისები, რომლებიც რუსულ კანონმდებლობას არ დაიცავენ, რუსეთის ტერიტორიაზე ვერ იმუშავებენ“, - აღნიშნა მინისტრმა Telegram-ის შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

მინისტრის თქმით, ეს სხვა სერვისებსაც ეხება.

„არ მესმის, რატომ ატეხა მედიამ Telegram-ის გარშემო აჟიოტაჟი. ეს კანონი WhatsApp-ზე, Viber-ზე, Google-სა და Facebook-ზეც ვრცელდება“, - განაცხადა ნიკიფოროვმა.