სკოლებში ვაშლების დარიგება მომავალი კვირიდან დაიწყება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლებში ვაშლების დარიგების პროცესი მომავალი კვირიდან დაიწყება.

"ტენდერი, როგორც ვიცი, დასრულდა და რამდენიმე დღეში, შემდეგი კვირიდან, ვაშლების დარიგების პირველი ეტაპი უკვე დაიწყება," - განუცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ „ინტერპრესნიუსს“.

შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში მოსწავლეებისთვის ვაშლების დარიგებას კვირაში ერთხელ გეგმავს.