"ბორჯომი“ და „ნაბეღლავი“ კვიპროსში რუსული პროდუქციის სექციაში იყიდება

კვიპროსში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში „ბორჯომი“ და „ნაბეღლავი“ რუსული პროდუქციის სექციაში იყიდება.

ამის შესახებ ფოტოებს მოქალაქე მაიკო ჩიტაია „ფეისბუქის“  საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ქართული მინერალური წყლები კვიპროსში 1.19 ევროდ იყიდება.