შსს-ს სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შესყიდვისთვის 20 მლნ ლარი გამოეყოფა

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, მომავალ წელს სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შესყიდვისთვის 20,0 მლნ ლარია გათვალისწინებული.

„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის პირველადი ვარიანტის თანახმად, 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი გაზრდილია 20 მილიონი ლარით და შსს-სთვის ჯამში, 605,0 მლნ ლარია გამოყოფილი.

„2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის პირველადი ვარიანტი პარლამენტს უკვე წარედგინა.