საბაგირო, „ინფინიტი“ აუზი, 220 ნომრიანი სასტუმრო, მიწისქვეშა ავტოსადგომები - რა პროექტის განხორციელება იგეგმება თავისუფლების მოედანთან (+ფოტო)

პუშკინის სკვერის მიმდებარედ, 1 900 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე შესაძლოა ავტოსადგომის მოსაწყობად არანაკლებ 1 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდეს.

საუბარია, მიწის ნაკვეთზე, რომლის ფუნქციური ზონის შეცვლასთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს მიერ 29 სექტემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ ოპოზიციური პარტიების პროტესტი გამოიწვია.

bpnმათი ცნობით, აღნიშნული ფართობის 1 ლარად გადაცემას ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში არსებული კომპანია ითხოვს და ადგილზე რამდენიმედონიანი მიწისქვეშა პარკინგის მოწყობას გეგმავს.

პუშკინის სკვერთან მდებარე აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადება დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურში 6 სექტემბერს შევიდა.

როგორც განაცხადშია აღნიშნული, საპროექტე ტერიტორიაზე არანაკლებ 30 ავტოსადგომი მოეწყობა (რაც დამატებით დაზუსტდება მშენებლობის ნებართვის მოპოვების ეტაპზე).

„ტერიტორია თავისუფლების მოედანთან მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მომიჯნავედ მდებარეობს. კომპლექსი მოიცავს დედაქალაქისთვის აუცილებელ სხვადასხვა საზოგადოებრივ და კულტურულ სივრცეებს: შვიდი სხვადასხვა კატეგორიის სასტუმრო 220 ნომერს, საპრეზიდენტო ნომრების ჩათვლით; საკონფერენციო და საგამოფენო დარბაზებს, შეხვედრებისა და სათათბირო ოთახებს შესაბამისი ფუნქციური სივრცით; სპორტულ-გამაჯანსაღებელ ფიტნეს და სპა სივრცეებს, უპრეცედენტო ე.წ. „ინფინიტი“ აუზს; ორ რესტორანს, სქაი ბარსა და ლაუნჯ-ბარს ქალაქზე საუკეთესო ხედით; საბაგირო სადგურს, რომელიც შენობის სახურავზე განთავსდება და დედაქალაქის მაცხოვრებლებს და მის სტუმრებს შეეძლებათ სოლოლაკისა და თაბორის კომპლექსებს დაუკავშირდნენ. არსებული პროექტის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს სასტუმროსათვის საჭირო მიწისქვეშა ავტოსადგომების მშენებლობა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კომპლექსისთვის ამ ავტოსადგომების რაოდენობა დამაკმაყოფილებელია, ინვესტორი კომპანია მზად არის საპროექტო ტერიტორიის სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადმოცემის პირობებში, დამატებითი მიწისქვეშა ავტოსადგომები მოაწყოს და კეთილმოაწყოს ავტოსადგომების ზემოთ მდებარე ტერიტორია, რაც მიწის ზემოთ ტერიტორიის განტვირთვას შეუწყობს ხელს,“-ნათქვამია განცხადებაში.

საპროექტე ტერიტორიაზე ავტოსადგომის მშენებლობა ნებართვის გაცემიდან არაუმეტეს 12 თვის ვადაში განხორციელდება.

bpn bpn