იუსტიციის მინისტრის 3 ოქტომბრის ბრძანებით, მთავარი პროკურატურის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების შესახებ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა.
როგორც ახალ რედაქციაშია აღნიშნული, მთავარი პროკურორის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 3 910 ლარია; მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის - 3 520 ლარი; მთავარი პროკურორის მოადგილის - 3 400 ლარი; დეპარტამენტის უფროსის - 2 930 ლარი; ხოლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის -2 450 ლარი, ამდენივე აქვს დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, სამმართველოს უფროსს.
განსხვავებულია I და II კატეგორიის სამმართველოს უფროსების თანამდებობრივი სარგოები. კერძოდ, I კატეგორიის სამმართველოს უფროსის ყოველთვიური ანაზღაურება 2 345 ლარია, ხოლო II კატეგორიის სამმართველოს უფროსის 2 000 ლარი.
დოკუმენტის თანახმად, 1 900 ლარი აქვს უფროს პროკურორს და 1 870 ლარი - პროკურორს. განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლის თანამდებობრივი სარგო თვეში 2 430 ლარია; განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის - 2 310 ლარი; სპეციალისტის თანამდებობაზე ანაზღაურება თვეში 500 ლარს შეადგენს; I კატეგორია – მძღოლის (მთავარი პროკურორის, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, მთავარი პროკურორის მოადგილის – მძღოლი) – 535 ლარია; ხოლო II კატეგორია – მძღოლის თანამდებობრივი სარგო 500 ლარია.
მთავარ პროკურატურაში I კატეგორიის სხვადასხვა დეპარტამენტის მრჩევლის თანამდებობრივი სარგო ყოველთვიურად 1 500 ლარია; II კატეგორიის დეპარტამენტებში კი მრჩეველთა ანაზღაურება 1 050 ლარს შეადგენს.