"რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები არაკეთილსინდისიერი კონკურენციისთვის გამოიყენება"

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები არაკეთილსინდისიერი კონკურენციისთვის გამოიყენება და მსოფლიო ეკონომიკას ვნებს. ამის შესახებ „ტასი“ წერს.

„რიგი შეზღუდვები - ცალმხრივი ფინანსური და ე.წ. სექტორალური სანქციები ენერგეტიკაში - ჩვენი ზოგიერთი პარტნიორების მიერ პირდაპირ გამოიყენება არაკეთილსინდისიერი კონკურენციისთვის“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, სანქციები „საკუთარი ინტერესების და ენერგორესურსების გატარებისთვის გამოიყენება, მიუხედავად მათი არაკონკურენტუნარიანობის“.

„მსგავსი ნაბიჯებით გამოწვეული ნეგატიური ეფექტი ნათელია მთელი მსოფლიო ეკონომიკისა და ენერგეტიკისთვის“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.