ევროკავშირი ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში სანქციების გამკაცრებაზე მუშაობს

ევროკავშირი ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში სანქციების გამკაცრებაზე მუშაობს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ადებარმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ფედერალური მთავრობის პოზიცია ის არის, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაჭრას. ეს ერთადერთი გადაწყვეტილებაა. ჩვენ ჩრდილოეთ კორეისგან ვითხოვთ მოლაპარაკებებისთვის მზაობა გამოხატოს. ევროკავშირი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე მუშაობს“, - განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სანქციების დაწესება არ არის თვითმიზანი და მხოლოდ ეკონომიკური წნეხის განსახორციელებლად გამოიყენება, რამაც ფხენიანს უნდა უბიძგოს, მონაწილეობა მიიღოს მოლაპარაკებებში.

1-ელ ოქტომბერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა ჩრდილოეთ კორეას მოუწოდა აშშ-ის შეთავაზება, ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობის შესახებ, მიიღოს.