როდიდან მოგიწევთ მართვის მოწმობის შეცვლა

მძღოლებს, რომლებსაც მართვის მოწმობა 2006 წლის 1 აპრილამდე გაქვთ აღებული, მისი გამოყენება დაახლოებით, 3 თვის განმავლობაში შეგიძლიათ, რადგან 2018 წლის 1-ელ იანვარს დოკუმენტი იურიდიულ ძალას დაკარგავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, თუ მართვის მოწმობა 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე აიღეთ, მას მოქმედების იურიდიული ძალა 2028 წლის 1 სექტემბრამდე შეუნარჩუნდება, შემდეგ კი განახლება მოგიწევთ.

2014 წლიდან დაბეჭდილ მართვის მოწმობებში კი მოქმედების კონკრეტული ვადა იწერება, რომლის ამოწურვის შემდეგ დოკუმენტი უნდა განაახლოთ. იხილეთ გაგრძელება