"ლურჯი ოკეანის კლუბის" პრეზენტაციაზე მიწვეულმა სპიკერებმა თემაზე "რეკლამა თანამედროვე სამყაროში" ისაუბრეს

4-შაბათს, 4 ოქტომბერს, 4 საათზე, „ფაბრიკას“ საკონფერენციო დარბაზში „ლურჯი ოკეანის“ კლუბის პრეზენტაცია და მასტერკლასი თემაზე „რეკლამა თანამედროვე სამყაროში“ გაიმართა.

ღონისძიების სპიკერები იყვნენ: PSP-ს მარკეტინგის დირექტორი თორნიკე გურული, არტ დირექტორი გიორგი პოპიაშვილი და Holmes & Watson-ის არტ დირექტორი გიორგი ქვლივიძე.

თორნიკე გურული დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა თემით „STEVIE AWARDS და რებრენდინგის ხელოვნება“. მან კომპანიისათვის ლოგოს შერჩევისას სხვადასხვა დეტალების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

bpnგიორგი პოპიაშვილმა და გიორგი ქვლივიძემ ერთობლივი პრეზენტაცია გამართეს და დღევანდელ მსოფლიოში რეკლამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძიების დასასასრულს კი დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხეს.

„ვისაუბრეთ რეკლამაზე ძალიან ბევრი კითხვა დაისვა. ახალგზარდებს აინტერესებთ როგორ მოხვდნენ სარეკლამო ინდუსტრიაში, კითხვები ასევე შეეხებოდა რა სოციალური პასუხისმგებლობა აქვს ამ ინდუსტრიას, რა რეგულაციები უნდა ჰქონდეს, მაგალითად, კომუნიკაციას ბრენდების მხრიდან“, - აღნიშნა Holmes & Watson-ის არტ დირექტორმა გიორგი ქვლივიძემ.

„მე და გიორგის პრეზენტაციის ძალიან საინტერესო ფორმატი გვქონდა, ერთმანეთს ვუსვამდით კითხვებს. შემდეგ კი აუდიტორიასთან ინტერაქტიულ კომუნიკაციაში შევედით. ვისაუბრეთ იმ გამოცდილებაზე, რაც ჩვენ სარეკლამო ინდუსტრიაში მუშაობის დროს წლების განმავლობაში დავაგროვეთ. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ტენდენციებსაც შევეხეთ, რაც დღეს აქტუალურია ან მომავალში იქნება აქტუალური“, - განაცხადა არტ დირექტორმა გიორგი პოპიაშვილმა.

პროექტი "ლურჯი ოკეანე" არის ბიზნესლიტერატურის სერია, რომელიც ცნობილი ბიზნეს ბესტსელერების ქართულ ენაზე გამოცემას გულისხმობს და აერთიანებს ისეთი ავტორების წიგნებს, როგორებიც არიან: ბრაიან თრეისი, დევიდ ალენი, გაი კავასაკი და სხვ. პროექტის ფარგლებში, ჩამოყალიბდა ახალი მიმართულება, "ლურჯი ოკეანის კლუბი", რომელიც საქართველოში ბიზნეს განათლების მხარდაჭერასა და ამაღლებას ისახავს მიზნად. კლუბი წარმატებულ ბიზნეს

bpn

პრაქტიკოსების, თეორეტიკოსებსა და სტუდენტებს გააერთიანებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ სათარგმნი ბიზნესლიტერატურის შერჩევაში, საგამომცემლო პროცესის წარმართვასა და ლიტერატურის პოპულარიზაციაში. კლუბის ფარგლებში ჩატარდება ბიზნეს სემინარები და ტრენინგები.

როგორც ერთ-ერთმა სპიკერმა, PSP-ს მარკეტინგის დირექტორმა თორნიკე გურულმა განაცხადა, „ლურჯი ოკეანის“ კლუბის დაფუძნება მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოსთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე დღეს ქართველები ქართულად წაიკითხავენ ისეთ მნიშვნელოვან ავტორებს, რომლებიც ქმნიან მსოფლიოში წარმატებულ ბიზნესს“, - განაცხადა თორნიკე გურულმა.