დღეიდან „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით ევროპის მოედანზე მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, 6 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით, ევროპის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. შესაბამისად, გორგასლის ქუჩიდან ევროპის მოედნის გავლით ბარათაშვილის ქუჩისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტები დროებით შეიცვლება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი გორგასლის ქუჩიდან მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გააგრძელებს, აუხვევს ხიდის ქუჩაზე, გაივლის ზაარბრიუკენის მოედანს, ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩებს, საიდანაც ბარათაშვილის ხიდს დაუკავშირდება“, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.