„ქართულ ოცნებას“ სექტემბერში 4 მილიონზე მეტი, „ევროპულ საქართველოს“ 336 ათასამდე, „ნაციონალებს“ კი - 36 ათასი ლარი შესწირეს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შემოწირულებამ მიმდინარე წლის სექტემბერში 4 033 485 ლარი შეადგინა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განაცხადეს.

რაც შეეხება სხვა პარტიების შემოწირულებებს, „ევროპული საქართველოს“ შემოწირულობაა 335 964 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ – 36 136 ლარი, „პატრიოთა ალიანსის“ – 29 882 ლარი, „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს“ – 29 300 ლარი, „ეროვნული ფორუმის“ – 23 270 ლარი, „დემოკრატიული მოძრაობის“ – 17 098 ლარი, „ახალი პოლიტიკურ ცენტრ - გირჩს“ – 7 400 ლარი.

დამოუკიდებელ კანდიდატებს შორის შემოწირულებები კი შემდეგნაირად გადანაწილდა: გულო ზუმბაძე - 15 500 ლარი, ალექსანდრე ელისაშვილი - 15 146 ლარი, კონსტანტინე შარაშენიძე - 7 300 ლარი, ჯოზეფ ალექსანდრ სმიტი - 1 830 ლარი.

სულ საარჩევნო სუბიექტების შემოწირულებებმა სექტემბერში 4 560 667 ლარი შეადგინა.