10 ადგილი ამერიკაში, რომელიც ყველამ უნდა ნახოს

აშშ ცნობილია თავისი მრავალფეროვანი ლანდშაფტით, სამზარეულოთი და კულტურით. სანახაობრივი ბროდვეი, რესტორნები ნიუ იორკში, ძველი შენობები Taos Pueblo-ში, მუზეუმები ვაშინგტონში და ა.შ. დამთვარიელებელზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.

INSIDER-ი მოგზაურებს იმ საუკეთესო ადგილების ათეულს აცნობს, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ, თუკი ამერიკაში მოხვდებით.

10. ჰარვარდის უნივერსიტეტი, კემბრიჯში, მასაჩუსეტსის შტატი. ეს ის ადგილია, რომლის ნახვის გარეშეც ამერიკა არ უნდა დატოვოთ.

9. მაგიური ბაღი ფილადელფიაში, პენსილვანიის შტატში და იქ გამოფენილი უნიკალური ნამუშევრები დამთვალიერებელზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს.

8. მილენიუმის პარკი ჩიკაგოში, ილინოისის შტატში. ეს ადგილი საუკეთესოა უნიკალური ქანდაკებისა და არქიტექტურის სანახავად.

7. ტბა George ნიუ-იორკში აუცილებლად მოსანახულებელი ადგილებსი სიაში მეშვიდე ადგილს იკავებს. ამერიკელები ტურისტებს ურჩევენ აუცილებლად ეწვიონ ტბას, გაისეირნონ მასზე ნავით და დატკბნენ მზის სხივებით.

6. ტექსასში სტუმრობა და იქაური ბარბიქიუს გასინჯვა ისაა, რაც ამერიკაში ჩასვლისას აუცილებლად უნდა გააკეთოთ.

5. ჩრდილოეთ კაროლინას სანაპიროები სანახავი ადგილების სიაში აუცილებლად უნდა შეიტანოთ. ამ ადგილებში სერფინგი კი დაუვიწყარ მოგონებად იქცევა.

4. მარკ ტვენის სახლმუზეუმი დამთვალიერებლების საყვარელი ადგილია. აქ შეგიძლიათ მწერლის ნივთები დაათვალიეროთ და მის შემოქმედებას კიდევ ერთხელ გადაავლოთ თვალი.

3. ვირჯინიაში, უილიამსბურგში სტუმრობისას კი თქვენ წარსულში აღმოჩნდებით. ფართო ქუჩები და ძველებური შენობები ამ შეგრძნებას კიდევ უფრო გაგიმძაფრებთ.

2. სამხრეთ დაკოტა კი ბუნების არაჩვეულებრივ ქმნილებას შემოგთავაზებთ - ნაციონალური პარკის ნახვისას სუნთქვა აუცილებლად შეგეკვრებათ.

1. ვაშინგტონის მრავალფეროვანი მუზეუმები - ეროვნული საჰაერო და კოსმოსური მუზეუმი, აფრიკის ამერიკული ისტორიისა კულტურის ეროვნული მუზეუმი და ა.შ. აქ ბევრ საოცარ ექსპონანტს გადააწყდებით.