მსოფლიოს 16 ქვეყანა, რომელსაც საუკეთესო ჯანდაცვის სისტემა აქვს

მსოფლიოში საუკეთესო ჯანდაცვის სისტემა აქვს ლუქსემბურგს. ამის შესახებ ინფორმაციას ლონდონის ანალიტიკური ცენტრის ლეგატუმის ინსტიტუტის კვლევაზე დაყრდნობით, independent-ი ავრცელებს.

კვლევის მიხედვით, ლუქსემბურგში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 82 წელია. რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს სინგაპური, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობა, 83.1 წელია. ქალაქ-სახელმწიფოს მოსახლეობა კი 5.6 მილიონ კაცს შეადგენს. მას მოსდევს შვეიცარია - რომელსაც უნივერსალური ჯანდაცვის სისტემა აქვს. ქვეყანაში ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულოა.

ქვეყნების ჩამონათვალში მე-4 ადგილს იკავებს იაპონია, სადაც მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 83.7 წელია, რაც ყველაზე მაღალია მსოფლიოში. ხოლო მე-5 ადგილზეა ნიდერლანდები.

რეიტინგის მიხედვით, საუკეთესო ჯანდაცვის სისტემის მქონე 16 ქვეყანას შორის მოხვდა ასევე: შვედეთი, ჰონკ-კონგი, ავსტრალია, ისრაელი, გერმანია, ბელგია, ახალი ზელანდია, ნორვეგია, საფრანგეთი, ყატარი, კანადა.