თელავში ღვინის ფესტივალი მიმდინარეობს

თელავში ღვინის ფესტივალი მიმდინარეობს. ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ღვინის მწარმოებელ კომპანიებს და მცირე საოჯახო მარნებს საკუთარი პროდუქცია აქვთ წარმოდგენილი.

ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები.

ფესტივალის ფარგლებში დილიდან გამოფენილია ტრადიციული რეწვის თემატური ნიმუშები და ხელნაკეთი ნივთები. დღევანდელ დღეს გალა - კონცერტი დაასრულებს.

”თელავის ღვინის ფესტივალი 2017” - ის ორგანიზატორია კახეთის მეღვინეთა გილდია, ღვინის ეროვნული სააგენტო და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ფესტივალის მიზანი ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობაა.

ლიკა ამირაშვილი