მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბი აი ჯი“ მომხმარებელს სიახლეს სთავაზობს

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბი აი ჯი“ (BIG) მომხმარებელს სიახლეს სთავაზობს - ბიზნესის მფლობელ იურიდიულ პირებს 500-დან 5,000 ლარამდე, ან 200 $-დან 2,000 $-მდე სესხის სწრაფად, უმოკლეს ვადაში აღება შეუძლიათ.

„ინტერპრესნიუსთან“ საუბარში კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი მარიამიძემ სესხის უპირატესობებზე და თანხის მიღების გამარტივებულ პროცედურებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა მომხმარებლის სასარგებლოდ შექმნილ კომფორტულ პირობებზე.

გიორგი მარიამიძის განმარტებით, მომხმარებლისთვის დამატებითი კომფორტი განპირობებულია სწორედ იმ ფაქტორით, რომ ონლაინ-განაცხადის გაკეთებიდან 5-10 წუთში მომხმარებელი იღებს პასუხს.

„ეს არის ჩვენი ახალი ონლაინ-სესხი, რომელიც განკუთვნილია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, იურიდიული პირებისთვის. ეს სიახლე ჩვენს მომხმარებლებს სექტემბრიდან შევთავაზეთ და გულისხმობს შემდეგს: უმოკლეს დროში, ოფისიდან გაუსვლელად, ჩვენი ვებ-გვერდის big.com.ge -ს მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლია შეავსოს ონლაინ-განაცხადი, და დაახლოებით 5-10 წუთის განმავლობაში მიიღოს პასუხი - დასტური ან უარი. დასტურის შემთხვევაში, მომხმარებელი მიდის მისთვის სასურველ მისამართზე, ხელს აწერს ხელშეკრულებას და იღებს სასურველ თანხას.

„ბი აი ჯიმ“ აღნიშნული სერვისი ფინანსური ტექნოლოგიის კომპანია QuickCash-თან თანამშრომლობით დანერგა. მათი ინოვაციური პლატფორმის გამოყენებით, „ბი აი ჯი“ იურიდიულ პირებს სთავაზობს აღნიშნულ სერვისს. QuickCash-ის პლატფორმა დაფუძნებულია ხელოვნური ინტელექტის (AI) ალგორითმზე, რომელიც იყენებს 50-ზე-მეტ პარამეტრს და სჭირდება მხოლოდ 10 წუთი ბიზნესის კრედიტუნარიანობის შესაფასებლად.

სესხი იწყება 500 ლარიდან და მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 5,000 ლარს, ასევე, 200 $-დან 2,000 $-მდე. სესხი გაიცემა 4 თვის ვადით. ეს არის სწრაფი სესხი, როდესაც კონკრეტულ მომენტში კომპანიას სჭირდება ფინანსები, დამატებითი დოკუმენტაციის შეგროვების და დროის დაკარგვის ნაცვლად, მას შეუძლია მოგვმართოს და მოკლე დროში მიიღოს თანხა. კომპანიებისთვის ძალიან ხელსაყრელი პირობები გვაქვს“, - განაცხადა გიორგი მარიამიძემ.

ქართული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბი აი ჯი“ საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. ორგანიზაციას ამ ეტაპზე 10 ფილიალი აქვს, მათ შორის 3 - თბილისშია, ხოლო 7 რეგიონებში - სენაკში, გორში, ქუთაისში, ახალციხეში, მარნეულში, თელავსა და რუსთავში.

გიორგი მარიამიძის განმარტებით, „ბი აი ჯი“ სამომავლოდ კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს და საკუთარ ფილიალებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც გახსნის.

„ამავე დროს, ჩვენ სოციალურად ორიენტირებული პლატფორმა გვაქვს, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მომხმარებლებზე, მათ ფინანსურ განათლებაზე და მათთვის ვატარებთ სხვადასხვა შინაარსის ტრენინგებს. მაგალითისთვის, აგროსაქმიანობით დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის მოგვყავს დარგის სპეციალისტები და ვახდენთ მომხმარებლების ინფორმირებას. „ბი აი ჯი“ კვარტალში ერთხელ უშვებთ გაზეთს „აგრომანი“, სადაც აგრომიმართულებით სხვადასხვა შინაარსის სტატიები იბეჭდება, მათ შორის სათბურებზე, სხვადასხვა ჯიშებზე, სათესლე მეურნეობებსა თუ სხვა საკითხებზე“, - განაცხადა გიორგი მარიამიძემ.

მისივე თქმით, „ბი აი ჯი“ წლიდან წლამდე სულ უფრო ვითარდება და მომავალ წელსაც თავის მომხმარებელს კიდევ ბევრ სიახლეს შესთავაზებს.

(R)