სად განთავსდება "ჭკვიანი კამერები", რომლებიც 1 ნოემბრიდან დარღვევებს ონლაინ რეჟიმში დააფიქსირებს

1 ნოემბრიდან ე.წ ჭკვიანი კამერები თითქმის ყველგან განთავსდება, სადაც ინტენსიური საავტომობილო მოძრაობაა, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი ტრანსპორტით დატვირთულ მონაკვეთებში , – ამის შესახებ Allnews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ მძღოლები ავტობუსების სამოძრაო ზოლში (BUS LANE) გადასვლის შემთხვევაში როგორც საპატრულო პოლიციის, ისე ე.წ ჭკვიანი კამერების მიერაც დაჯარიმდებიან, – "ერთ-ერთი მიმართულება იქნება BUS LANE-ში გადასული მძღოლების დაჯარიმება, კამერები ყველა ქუჩაზე დამონტაჟდება, სადაც საპატრულო პოლიცია საჭიროდ ჩათვლის, მათ შორის იმ ქუჩებზე, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი აქტიურად მოძრაობს", – განმარტავენ შსს-ში.

რაც შეეხება უკვე არსებულ კამერებს, ისინი ფუნქციონირებას ისევ გააგრძელებენ. იხილეთ გაგრძელება