დაჯარიმდება თუ არა თბილისში გაკეთებული განცხადების გამო ანდრეი შევჩენკო
დაჯარიმდება თუ არა თბილისში გაკეთებული განცხადების გამო ანდრეი შევჩენკო
10 ოქტომბერი / 2017
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკრაინელი ფეხბურთელის, ანდრეი შევჩენკოს მიერ თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ კახა კალაძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა ვერ აღმოაჩინა.

როგორც ცესკოს მიერ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადების საპასუხოდ გამოქვეყნებულ წერილშია ნათქვამი, საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩი, რომელიც უცხოელი ვარსკვლავების მონაწილეობით თბილისში ჩატარდა, წინასაარჩევნო აგიტაციად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად, ანდრეი შევჩენკო მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო ვერ დაჯარიმდება.

„რადგან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არ წარმოადგენს საარჩევნო სუბიექტს, აღნიშნული ღონისძიება ვერ იქნება განხილული როგორც წინასაარჩევნო კამპანიის შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, ჩატარებული საფეხბურთო მატჩი არ წარმოადგენდა საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებას, რომელიც შესაძლოა განხილული ყოფილიყო, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის განხორციელებისთვის ორგანიზებული და ჩატარებული ღონისძიება.

შესაბამისად, წარმოდგენილ ვიდეომასალაში არ იკვეთება, რომ ადგილი აქვს წინასაარჩევნო კამპანიას, ანუ კონკრეტულ წინასაარჩევნო ღონისძიებას, ამასთან, არ შეინიშნება ამომრჩეველთა მოწოდება, წინასაარჩევნო ღონისძიებაში მონაწილეობა ან ისეთი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან უშლის საარჩევნო სუბიექტის არჩევას.

ვიდეომასალაში გაჟღერებული ფრაზები წარმოადგენდა კონკრეტული პირის მიერ გამოთქმულ პირად მოსაზრებას, რაც არ
წარმოადგენს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილს და არ შეიძლება განხილულ იქნეს კონკრეტული წინასაარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერ წინასაარჩევნო აგიტაციად.

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საქართველოს მოაქალაქეთა თანაბრად, საერთო საფუძველზე. შესაბამისად, აღნიშნული ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ თქვენს განცხადებაში მითითებულ უცხოელი მოქალაქის მიერ რომც განხორციელებულიყო საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა, მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება შესაძლებელი იქნებოდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირი იქნებოდა საქართველოს ტერიტორიაზე.

არ იკვეთება საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა, კერძოდ, ადგილი არ აქვს საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებას, აგრეთვე არ იკვეთება წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევისა და აგიტაციაში მონაწილეობის ფაქტი, შესაბამისად, მიზანშეუწონლად მიმაჩნია თქვენს განცხადებაში მითითებული პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა“, – აღნიშნულია საია-სადმი გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია აწერს.

ცნობისთვის, თბილისში გამართული საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩის შემდეგ ანდრეი შევჩენკომ განაცხადა: “დიდად მოხარული ვარ აქ ყოფნით. გულით ვუსურვებ წარმატებას ჩემს მეგობარ კახი კალაძეს. დარწმუნებული ვარ, ის კარგი მერი იქნება“.


კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
აზიური ფაროსანას სპეციალური მოსაზიდი ხაფანგები თბილისში 11 ლოკაციაზეა დამონტაჟებული, - ამის შესახებ  სურსათის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს.
თბილისის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე საცობების განტვირთვის მიზნით ე.წ. შავი წერტილების გამოსავლენი სპეციალური პროგრამის დანერგვას გეგმავს.
მიმდინარე წელს, ნაძალადევის რაიონში, გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 257 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა, - ამის შესახებ  თბილისის მერიაში აცხადებენ.
ორთაჭალაში „ბიზნეს სახლის“ ასაშენებლად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლინდა.
თბილისის მუნიციპალიტეტში შემავალი გამგეობების ნაწილმა ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურს შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარუდგინა.
დედაქალაქის მერიის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, რამდენიმე სამსახურის ოპტიმიზაცია მოხდება.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, მართვის პოლიტიკის პრეზენტაციისას დედაქალაქში ურბანული განვითარების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემისას, ეკოლოგიური სტანდარტისა და გზების გამტარუნარიანობის გათვალისწინება აუცილებელი გახდება, რაც კომპლექსურად, სპეციალური წესით განისაზღვრება.
თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა (ე.წ. ზონალური საბჭო) საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის მაღალ რისკებს შეიცავდა.
თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საშუალო თვიური შემოსავალი დავით ნარმანიას საშუალო თვიურ შემოსავალს 1.9-ჯერ აღემატება.
დავით ნარმანიას წინასაარჩევნო პროგრამაში მოცემული და მოსახლეობასთან შეხვედრებზე გაჟღერებული დაპირებები „ფაქტ-მეტრმა“ გააანალიზა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
20.10.2017
საქართველოს Apple-ის ტრენერები ეწვივნენ. ტექნოპარკში Apple-ისა და iTechnic-ის პარტნიორობით გაიმართა საგანმანათლებლო პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც წამყვანი კერძო სკოლის დირექტორები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე ახალ ტექნოლოგიებსა და მათ განათლების სფეროში გამოყენების შესაძლებობებზე ისაუბრეს.
სრულად
20.10.2017
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის წინააღმდეგ უკვე გატარებული ღონისძიებები და სამომავლო, 2018 წლის სტრატეგია გააცნო.
სრულად
20.10.2017
კახეთში, სასტუმროში „სავანეთი“, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელობა საჯარო შესყიდვებით დაინტერესებულ მცირე და საშუალო ბიზნესის, ადგილობრივი შემსყიდველი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
სრულად
20.10.2017
დღეს, ლვოვის საერთაშორისო გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ტურსააგენტოების, ავიაკომპანიის წარმომადგენლებისა და ვიზიტორებისთვის პრეზენტაცია გამართეს, სადაც აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ ისაუბრეს.
სრულად
20.10.2017
1-ელი ივნისიდან 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდში 10 319 998 ლარის ოდენობის მთლიანი შემოწირულობის 93% “ქართულმა ოცნებამ” მიიღო, რაც 12-ჯერ მეტია დანარჩენი 14 კვალიფიციური სუბიექტის მიერ ჯამურად მიღებულ თანხაზე
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
19.10.2017
20.10.2017
USD
1
USD
2.4844
2.4863
EUR
1
EUR
2.9204
2.9405
GBP
1
GBP
3.2752
3.2725
RUB
100
RUB
4.3347
4.3181
ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ!
წარმოდგენილი სიიდან, მონიშნეთ თქვენთვის სასურველი 5 ღვინის სახეობა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის მიერ დასახელებული ღვინოებიდან გამოვლინდება 10 საუკეთესო.
შენ ხარ

14665-ე