2017 წელს, ქვეყნის შიგნით, ყველაზე მეტი ვიზიტი ნათესავების მოსანახულებლად განხორციელდა

შიდა ტურიზმის ფარგლებში, 2017 წელს, ყველაზე მეტი ვიზიტის მიზანი ნათესავებისა და ახლობლების მონახულება იყო. ამ მიზეზით ქვეყნის შიგნით, ორი კვარტლის მონაცემებით, 1 047 500 ვიზიტი განხორციელდა.

მეორე ადგილს, ვიზიტების დანიშნულებაში, მკურნალობა/გაჯანსაღება იკავებს. ამ მიზნით ადამიანები ქვეყნის შიგნით 253 400-ჯერ გადაადგილდნენ. 249 400 ვიზიტის მიზანს კი შოპინგი წარმოადგენდა.

დასასვენებლად ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილება 143 300-ჯერ გადაწყვიტეს. იმისათვის, რომ მეორე სახლში, ანუ აგარაკზე წასულიყვნენ, 2017 წელს, ადამიანებმა 133 900 ვიზიტი განახორციელეს.

99 500 ვიზიტის მიზანი პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობა იყო. 51 700-ის - რელიგია და მომლოცველობა. 10 900-ჯერ კი ქვეყნის შიგნით მოქალაქეებმა განათლების მისაღებად იმოგზაურეს.