თუშეთისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლა სპეციალური რეჟიმით განხორციელდება

თუშეთისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლა სპეციალური რეჟიმით განხორციელდება, - ამის შესახებ  საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, თოვლისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ30-კმ50 მონაკვეთზე, ყოველდღე, საღამოს 18:30 სთ-დან დილის 12:00სთ-მდე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის დანარჩენ პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთზე დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„აღნიშნული გზის კმ1-კმ29 და კმ51-კმ72 მონაკვეთებზე დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.