რა ჯდება ქორწილის ორგანიზება საქართველოში და როგორი მოთხოვნები აქვთ ქართველ წყვილებს

ქორწინება წყვილის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია. ამიტომ ყველა ოჯახი ცდილობს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის დღე როგორც მისთვის, ასევე სტუმრებისთვის დაუვიწყარი და დასამახსოვრებელი იყოს.

თანამედროვე ქორწილები ხშირად შოუს ტიპის წვეულებებია, რომელსაც სპეციალური ორგანიზება და შესაბამისი ხარჯი სჭირდება. დაახლოებით, რა ღირს საქართველოში კარგი ქორწილის ორგანიზება, ამის შესახებ AMBEBI.GE-ს ივენთ-მენეჯერი, თათული ცქირიშვილი ესაუბრა.

- თათული, რა ჯდება საქართველოში ქორწილის გადახდა?

- ყველა ქორწილის ფასი ინდივიდუალურია, გააჩნია როგორია წყვილის მოთხოვნები. ჩვენი გუნდი ყოველთვის ითვალისწინებს წყვილის ფინანსურ მდგომარეობას. შესაძლებელია დაბალბიუჯეტიანი ქორწილი ძალიან ლამაზი გამოვიდეს. რესტორნების ფასი თბილისში ერთ პერსონაზე 100 ლარიდან იწყება. არსებობს შემთხვევები როცა, აგარაკის ეზოში ტარდება ქორწილი და ამიტომ მთავარი აქცენტი კრეატივსა და დეკორაციაზე კეთდება.

- ძირითადად როგორი მოთხოვნები აქვთ წყვილებს?

- ძირითადად მაინც ტრადიციულ ქორწილს ითხოვენ. ხშირ შემთხვევაში მოთხოვნები ქართველ მომღერლებზე კეთდება, რომლის ჰონორარიც 1 000-10 000 დოლარის ფარგლებში მერყეობს. თუმცა გაააჩნია შემსრულებელს, ზოგჯერ ფასი კონფიდენციალურია. ძირითადად ქართულ ხმებზე, თეატრალურ კვარტეტსა და დათო გომართელზეა მოთხოვნა. რაც არ უნდა ანდერგრაუნდული ქორწილის მოთხოვნა ჰქონდეს წყვილს, ბოლოს მაინც ტრადიციულ საქორწინო პროგრამაზე აკეთებს არჩევანს. ქალაქური სიმღერების შემსრულებელი მომღერლები, შემდეგ მუსიკალური ბენდი და ბოლოს მუსიკალური დიჯეი. ბენდებიდან ძალიან მოსწონთ დათო ილურიძის ბენდი. იხილეთ გაგრძელება