რა დაჯდება და როგორი იქნება ბიზნეს სახლის პროექტი ორთაჭალაში? (+ფოტო)

ორთაჭალაში „ბიზნეს სახლის“ ასაშენებლად გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 21 სექტემბერს დასრულდა, თუმცა ჯერ გამარჯვებული გამოვლენილი არ არის.

ტენდერის თანახმად, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 11 528 940 ლარია. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ბიზნეს სახლი 3 ბლოკისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთისგან ანტიტემპერატურული (ანტისეისმიური) ნაკერით არის გამიჯნული.

„ბიზნეს სახლი“ წარმოადგენს ერთიან სივრცეს, რომელშიც ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურის ბიზნეს სერვისები, ასევე კერძო სექტორის მხრიდან ბიზნესებისთვის შეთავაზებული სერვისები და კომერციული სავაჭრო სივრცეები განთავსდება. ჯამში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, ერთ სივრცეში მიიღონ 600-ზე მეტი სერვისი, რომელიც ამ ეტაპზე 60-ზე მეტი საჯარო სტრუქტურის მიერ მიეწოდებათ.

bpn bpn