რომელი ქვეყნის მოქალაქეები ითხოვენ ყველაზე ხშირად საქართველოში თავშესაფარს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ პირთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. სტატისტიკა 2017 წლის 31 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს.

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 353-ს შეადგენს. კერძოდ, საქართველოში თავშესაფარს ითხოვენ შემდეგი ქვეყნის მოქალაქეები: ავღანეთი - 22, ალჟირი -1, ავსტრალია - 1, აზერბაიჯანი - 7, ბაჰრეინი -1, ბანგლადეში - 11, ბელარუსი -2, კამერუნი -2, კონგო -7, ეგვიპტე - 49, ეთიოპია -2, განა -7, ინდოეთი -9, ირანი -50, ერაყი - 27, კოტ-დ’იუარი - 1, იორდანია - 2, კენია - 2, ლიბანი - 4, მოლდოვა - 2, მაროკო - 2, ნიგერია - 22, პაკისტანი - 15, რუსეთი - 28, საუდის არაბეთი - 1, სიერა - ლეონე - 2, სომალი - 4, შრი - ლანკა - 4, სირია - 10, ტაჯიკეთი - 1, თურქეთი - 31, უკრაინა - 9, უზბეკეთი - 1, იემენი - 4, ზიმბაბვე-2, მოქალაქეობის არ მქონე პირი - 3, გაურკვეველი მოქალაქეობის მქონე პირი - 5.

საქართველოში თავშესაფრის მქონე პირთა რაოდენობა კი 1489-ს შეადგენს. PRIMAFACIE-ს სტატუსით, მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები სარგებლობენ და მათი რაოდენობა შეადგენს 240-ს. ლტოლვილის სტატუსით თავშესაფარი შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს (სულ 202) აქვთ მინიჭებული: ავღანეთი - 3, აზერბაიჯანი - 6, ერაყი - 104, ირანი - 21, ეგვიპტე - 7, ტაჯიკეთი - 4, თურქეთი - 1, რუსეთი - 24, სიერა - ლეონე - 1, სირია - 5, სუდანი - 6, პაკისტანი - 10, ყაზახეთი - 1, უკრაინა - 1, უზბეკეთი - 7, იორდანია - 1. ჰუმანიტარული სტატუსით კი თავშესაფარი მიენიჭათ: ეგვიპტის 6 მოქალაქეს, ერაყის 535 მოქალაქეს, ლიბანის 6 მოქალაქეს, ნიგერიის 1 მოქალაქეს, სირიის 85 მოქალაქეს, შრი - ლანკის 2 მოქალაქის, უკრაინის 408 მოქალაქეს, იემენის 1 მოქალაქეს და გაურკვეველი მოქალაქეობის მქონე 3 პირს, სულ ჯამში 1047 უცხო ქვეყნის მოქალაქეს.