„რეზონანსი" - ადგილობრივთან ერთად უცხოური აზარტული საიტებიც შეიზღუდება
„რეზონანსი" - ადგილობრივთან ერთად უცხოური აზარტული საიტებიც შეიზღუდება
12 ოქტომბერი / 2017
2018 წლის იანვრიდან აზარტული თამაშების შეზღუდვა დაიწყება.
დღესდღეობით ონლაინ ტიპის თამაშებში 500 000-ზე მეტი ადამიანია ჩართული. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მათი დიდი ნაწილი 20 წლამდე ასაკისაა. მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ონლაინ თამაშებთან ბრძოლა საჭიროა ორი მიმართულებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც.

ფინანსთა სამინისტროში სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველო უკვე მუშაობს, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სათამაშო ბიზნესის რეგულირების მიზნით საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებაა, ბაზებში არ მოხვდნენ ის ადამიანები, რომელთაც ონლაინ კაზინოებში დაშვება არ ექნებათ, საუბარია 21 წლამდე ასაკზე.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი "რეზონანსთან" განმარტავს, პირველ რიგში, დაიწყება მუშაობა შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომ აზარტული თამაშების ვებგვერდებზე დარეგისტრირება არ იყოს ისეთი მარტივი, როგორიც დღეს არის. მისი თქმით, სახელმწიფო მალევე მივა ადეკვატურ გადაწყვეტილებამდე, რაც ბიუჯეტსაც გააჯანსაღებს და ონლაინ თამაშების არასწორი საგადასახადო პოლიტიკით ბიუჯეტიდან გადინებული თანხები მინიმუმამდე დავა. დეპუტატი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ონლაინ თამაშების შეზღუდვას როგორც გარე, ისე შიდა ონლაინ პლატფორმებზე.

"დღესდღეობით თავისუფლად შეუძლიათ, ითამაშონ როგორც სრულწლოვნებს, ისე 18 წელს მიუღწეველ პირებსაც. რასაკვირველია, მძიმე სიტუაციაში ვართ ამ მხრივ და ვფიქრობ, სასწრაფო რეგულაციაა საჭირო და აუცილებელია. ამას აზრი აქვს მაშინ, როდესაც უცხოურ ვებგვერდებზეც იზღუდება წვდომა, მარტო ქართული საიტების კონტროლი არაფერს მოგვცემს. ქვეყნის შიგნით ადვილია მოხმარების შეზღუდვა, კანონს მიიღებ და დახურავ ვებპლატფორმას, თუმცა ამის შემდეგ დიდი რისკია, რომ მომხმარებელი გადაერთოს უცხოურ საიტებზე. ესეც რომ შევზღუდოთ, ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი.

სამწუხაროდ, "გარე რესურსებზე" 100%-იან შედეგს ვერ მივიღებთ, თუმცა მინიმუმამდე შევამცირებთ მომხმარებელთა რაოდენობას. აზარტული სერვისების 500 000-ზე მეტი ონლაინ მომხმარებელია, სახელმწიფო ამ პრობლემაზე თვალს ვერ დახუჭავს. გამოსავალი ერთია, რომ თანმიმდევრულად მოხდეს ონლაინ კაზინოების შეზღუდვა და, საბოლოო ჯამში, მათი გაქრობაც.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აუცილებელია პარალელურად ორივე მიმართულებით მუშაობა. ძალიან ძვირი პროექტია. ჩვენი გათვლით, რაც საპარლამენტო ჯგუფისა და ჩემი მუშაობის პერიოდში დავინახეთ, იმ საგადასახადო პოლიტიკით, რომელიც ახლა გვაქვს, მინიმუმ, 200 მლნ ლარს ვკარგავთ ყოვლეწლიურად ბიუჯეტში. წესით, ეს თანხა უნდა შედიოდეს ბიუჯეტში, ჩვენ რომ აზარტულ თამაშებთან მიმართებით სწორ პოლიტიკას ვატარებდეთ.

აუცილებელია დაუღალავი შრომა იმისათვის, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა ითამაშოს აზარტული თამაშები. დარწმუნებული ვარ, რეგულაციების შემდეგ მიზანს
მივღწევთ და ისიც უნდა ითქვას, რომ აუცილებელია მედიის ჩართვა, რათა თვალნათლივ დავინახოთ, სად ვუშვებთ შეცდომას და რა გვაქვს გამოსასწორებელი", - განუცხადა "რეზონანსს" გოგიჩაიშვილმა.

რეფორმების სწორად გატარებასა და სარეკლამო პოლიტიკის მინიმუმამდე დაყვანას მიიჩნევს ონლაინ თამაშების შეზღუდვის უპირველეს პირობად აფბა-ს ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე. მისი თქმით, პრობლემა პოპულარიზაციით იწყება და თუ რეკლამირება მინიმუმამდე არ დავიდა, ვერანაირი მექანიზმი ვერ იმუშავებს გამართულად. კაზინოების მთავარი მიმართულება შემოსავლების მიღებაა და არა გართობა. შესაბამისმა უწყებებმა სწორედ ეს უნდა გამიჯნონ ერთმანეთისგან.

"რეგულაცია გაამართლებს თუ არა, ამის დანამდვილებით თქმა არავის შეუძლია. ამ საქმიანობას აქვს გარკვეული სპეციფიკა, რომელიც ბევრ ნიუანსს გულისხმობს და მის დარეგულირებაში ჩართულმა ყველა უწყებამ უნდა გაითვალისწინოს. ამ შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს მხრიდან საუბარია საგადასახადო წნეხის შეცვლაზე, თუმცა საჯარო განცხადების დონეზე არ მოგვისმენია, აზარტული თამშების პოპულარიზაციის შეზღუდვის კუთხით იგეგმება თუ არა ღონისძიებები.

მხოლოდ რეგულირება არ იქნება საკმარისი გამომდინარე იქიდან, რომ პრობლემა იწყება ამ საქმიანობის რეკლამირებით. ამას სოციალურად მძიმე შედეგი მოაქვს და ამავე დროს ეკონომიკაზეც ცუდად აისახება, ვინაიდან აქცენტირება ხდება ისეთი ტიპის პროდუქტებზე (თითქმის 4 მლრდს გადააჭარბა აზარტული ბიზნესის ბრუნვამ), რომელიც არ შეიძლება იყოს რაიმე ეკონომიკური დოვლათის შემქმნელი. რეალურად საქმე გვაქვს ეკონომიკიდან ფულის გადინებასთან.

საქართველოში სათამაშო ბიზნესს უყურებენ არა როგორც გასართობ პროდუქტს, არამედ ამ საქმიანობას აღიქვამენ, როგორც დიდი შემოსავლის მიღების წყაროს. ყველაზე მნიშვნელოვანია, ფინანსთა სამინისტრომ სწორად დაინახოს პრობლემა. აქ არ არის მხოლოდ გადასახადების ამოღების საკითხი. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამ მომსახურებაზე წვდომა მაქსიმალურად შეიზღუდოს. ეს გააჯანსაღებს ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობას და მოთხოვნას გაზრდის ისეთ პროდუქტებზე, რაც რეალურად ღირებული იქნება ქვეყნისთვის", - აღნიშნა კუკულაძემ.

"რეზონანსი" ფინანსთა სამინისტროს დაუკავშირდა, რათა გაერკვია, როდიდან დაიწყება ონლაინ თამაშების რეგულაცია და რა სახის შეზღვუდვა დაწესდება მათ წინააღმდეგ. როგორც ქუმსიშვილის უწყებაში განაცხადეს, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ონლაინ კაზინოებზე კონტროლი მაქსიმალურად გამკაცრდება. ისინი ვალდებულები იქნებიან, ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშში მონაწილეობა მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მიერ რეგსტრირებულ მოთამაშეს მიაღებინონ. პარლამენტში უკვე შექმნილია ჯგუფი, რომელიც შეზღუდვაზე მუშაობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოთამაშეთა სავალდებულო რეგისტრაცია იქნება. განსაზღვრულია ასაკიც, შეზღუდვა 21 წლამდე პირებზე დაწესდება.

ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"

კომენტარები (3)
13.10.2017
nika
მოკლედ პროფესიონალები ხართ შეზღუდვა აკრძალვა გაუქმებაში ხოლო შექმნა დასაქმება და სოციალურ საქმიანობაში თქვენ თვითონ დაირქვით ის რაც გეკუთვნით
13.10.2017
dato
ქვეყანას მიხედეთ და სამუშაო ადგილები შექმენით ყველაფერს ჯობია.კაცს რომელსაც სამსახური აქვს იმას იშვიათი გამონაკლისის გარდა არ ცალია აზარტული თამაშებისთვის და მეორე მარტო შეზღუდვა გაუქმებებზე რომ ხართ გადასულები ამ დაწესებულებებში რამდენი ადამიანი მუშაობს და რამდენ ოჯახს ინახავენ თუ დაგითვლიათ და რას უპირებთ ამ ხალხს? თუ ესენიც ეკლესიების შეასვლელთან უნდა ატუზოთ ხელგაწვდილები?ვაი ჩვენს პატრონს თქვენს ხელში კარგად ჩანს ხალხის გაჭირვება კაბინეტებიდან და ჯიპებიდან?
მსგავსი სიახლეები
ქართულ ონლაინ სივრცეში ინტელექტუალურ-გასართობი ონლაინ პლატფორმა wingo.ge გამოჩნდა, რომელიც, ერთი მხრივ, საიტის მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, ონლაინ ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობის შედეგად მოიგონ პრიზები; მეორე მხრივ - წარმოადგენს ინოვაციურ მარკეტინგულ პლატფორმას დაინტერესებული კომპანიებისთვის.
ცოტა ხნის წინ შეიქმნა მოძრაობა, რომლის მიზანი თამაშდამოკიდებულთა გადარჩენაა.
”თამბაქოს კონტროლის ალიანსის” ინფორმაციით, თამბაქოს კონტროლის ახალი კანონის ძალაში შესვლას საფრთხე ემუქრება.
თუშეთის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა.
თუშეთის მიმართულებით ყველანაირი ტრანსპორტის მოძრაობა ისევ აკრძალულია.
Telegram, ისევე როგორც სხვა ინტერნეტ-სერვისები, რომლებიც რუსულ კანონმდებლობას არ დაიცავენ, რუსეთის ტერიტორიაზე ვერ იმუშავებენ
ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ჟვანიას მოედნიდან იოსებიძის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვის გაუქმებას არ აპირებს.
გარევაჭრობაზე ნება არ დაგვირთავს - ასე ეხმაურება გლდანის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე ქუჩებში გარემოვაჭრეების დაბრუნების საკითხს.
სამაგიდო თამაშები საქართველოს მასშტაბით 500-მდე სკოლის ყველა დაწყებით კლასში (1-დან მე-4 ის ჩათვლით) დარიგდება. საუბარია, ძირითადად მცირეკონტიგენტიან სკოლებზე.
ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის მე-12 და მე-18 კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
რუბრიკის სხვა სიახლეები
20.10.2017
საქართველოს Apple-ის ტრენერები ეწვივნენ. ტექნოპარკში Apple-ისა და iTechnic-ის პარტნიორობით გაიმართა საგანმანათლებლო პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც წამყვანი კერძო სკოლის დირექტორები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე ახალ ტექნოლოგიებსა და მათ განათლების სფეროში გამოყენების შესაძლებობებზე ისაუბრეს.
სრულად
20.10.2017
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის წინააღმდეგ უკვე გატარებული ღონისძიებები და სამომავლო, 2018 წლის სტრატეგია გააცნო.
სრულად
20.10.2017
კახეთში, სასტუმროში „სავანეთი“, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელობა საჯარო შესყიდვებით დაინტერესებულ მცირე და საშუალო ბიზნესის, ადგილობრივი შემსყიდველი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
სრულად
20.10.2017
დღეს, ლვოვის საერთაშორისო გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ტურსააგენტოების, ავიაკომპანიის წარმომადგენლებისა და ვიზიტორებისთვის პრეზენტაცია გამართეს, სადაც აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ ისაუბრეს.
სრულად
20.10.2017
1-ელი ივნისიდან 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდში 10 319 998 ლარის ოდენობის მთლიანი შემოწირულობის 93% “ქართულმა ოცნებამ” მიიღო, რაც 12-ჯერ მეტია დანარჩენი 14 კვალიფიციური სუბიექტის მიერ ჯამურად მიღებულ თანხაზე
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
19.10.2017
20.10.2017
USD
1
USD
2.4844
2.4863
EUR
1
EUR
2.9204
2.9405
GBP
1
GBP
3.2752
3.2725
RUB
100
RUB
4.3347
4.3181
ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ!
წარმოდგენილი სიიდან, მონიშნეთ თქვენთვის სასურველი 5 ღვინის სახეობა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის მიერ დასახელებული ღვინოებიდან გამოვლინდება 10 საუკეთესო.
შენ ხარ

14660-ე