ვინ ააშენა "დინამოს" სტადიონი და რამდენი დაჯდა მშენებლობა

თა­ნა­მედ­რო­ვე სტა­დი­ო­ნის ასა­გე­ბად, სა­ჭი­რო იყო პრაქ­ტი­კუ­ლად მთლი­ა­ნად და­ენ­გ­რი­ათ

ძვე­ლი სტა­დი­ო­ნი

Представляю, что творится в Тбилиси, ликует вся страна, ликует столица Грузии, тбилисцы овладели этим Кубком!

ლე­გენ­და­რუ­ლი სპორ­ტუ­ლი კო­მენ­ტა­ტო­რის, კო­ტე მა­ხა­რა­ძის ამ სიტყ­ვებ­მა 1981 წლის 13 მა­ი­სის ღა­მეს ლა­მის მთე­ლი თბი­ლი­სი ქუ­ჩებ­ში გა­მო­იყ­ვა­ნა და ათა­სო­ბით გულ­შე­მატ­კი­ვა­რი დი­ნა­მოს სტა­დი­ო­ნი­სა­კენ და­იძ­რა. ამ საქ­ცი­ე­ლის­კენ არც ბა­ტონ კო­ტეს და არც ვინ­მე სხვას მო­უ­წო­დე­ბია, მაგ­რამ ხალ­ხი ინ­ს­ტინ­ქ­ტუ­რად სწო­რედ ჩვენს საყ­ვა­რელ სპორ­ტულ არე­ნა­ზე შე­იკ­რი­ბა. თბი­ლი­სი და მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის თა­სე­ბის მფლო­ბელ­თა თა­სის მო­პო­ვე­ბას ზე­ი­მობ­და.

ფეხ­ბურ­თი და სტა­დი­ო­ნი, ეს რა­ღაც მა­რა­დი­უ­ლი ფე­ნო­მე­ნია, მი­სი ტრი­ბუ­ნე­ბი კი ჩვე­ნი ერ­თო­ბის, პო­ზი­ცი­ი­სა თუ ოპო­ზი­ცი­ის, პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი­სა თუ რი­გი­თი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის თავ­შეყ­რის, ზოგ­ჯერ გა­მარ­ჯ­ვე­ბის, ბო­ლო წლებ­ში კი ხში­რად იმედ­გაც­რუ­ე­ბის ად­გი­ლია. თუმ­ცა, ფეხ­ბურ­თის გურ­მა­ნე­ბი თა­ო­ბი­დან თა­ო­ბამ­დე, სწო­რედ ამ სტა­დი­ონ­ზე და­დი­ოდ­ნენ ბო­რის პა­ი­ჭა­ძის, მი­ხე­ილ მეს­ხის, და­ვით ყი­ფი­ა­ნის, რა­მაზ შენ­გე­ლი­ა­სა და მა­თი და­რი კო­რი­ფე­ე­ბის სა­ნა­ხა­ვად.

სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტია, რაც ფეხ­ბურ­თ­მა ქარ­თულ მი­წა­ზე მო­ი­კი­და ფე­ხი. იმ­ხა­ნად თბი­ლის­ში სტა­დი­ო­ნი არც არ­სე­ბობ­და და ახალ­გაზ­რ­დე­ბი ბურთს იპოდ­რომ­ზე დას­დევ­დ­ნენ, რო­მე­ლიც დი­დუ­ბის ეკ­ლე­სი­ი­დან დღე­ვან­დელ მეტ­რო­სად­გურ დი­დუ­ბემ­დე მდე­ბა­რე­ობ­და, მაგ­რამ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იპოდ­რო­მი პირ­ველ რიგ­ში, დო­ღი­სა და ჯი­რი­თის­თ­ვი­საა გან­კუთ­ვ­ნი­ლი და ფეხ­ბურ­თის სა­თა­მა­შოდ ყო­ველ­თ­ვის არ იყო თა­ვი­სუ­ფა­ლი. ამი­ტომ "სო­კო­ლის" გუნ­დის წევ­რებ­მა კა­პი­ტა­ლისტ ფრი­დო­ნოვს სთხო­ვეს, დი­დუ­ბე­ში­ვე, ელი­ზა­ვე­ტას ქუ­ჩა­ზე (მოგ­ვი­ა­ნე­ბით დე­ზერ­ტი­რე­ბის ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა) მათ­თ­ვის და­ეთ­მო ხრი­ო­კი მინ­დო­რი. ფრი­დო­ნო­ვი შე­საძ­ლოა, ფეხ­ბურ­თის დი­დი მოყ­ვა­რუ­ლი არც ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ბი­ჭებს ის მინ­დო­რი კი აჩუ­ქა და სწო­რედ აქ, 1911 წელს მო­ეწყო თბი­ლი­სის პირ­ვე­ლი სა­ფეხ­ბურ­თო მო­ე­და­ნი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, თბი­ლი­სის დი­ნა­მოს პირ­ვე­ლი სტა­დი­ო­ნი, ტრი­ბუ­ნე­ბით, 1927 წელს პლე­ხა­ნო­ვის პროს­პექ­ტ­ზე, თბი­ლი­სის ქვე­ი­თი ჯა­რის შე­ნო­ბის წინ, კი­ნო­თე­ატრ "ა­პო­ლოს" გვერ­დით აშენ­და. ახ­ლა იქ დი­დი არ­კი­ა­ნი საცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლია. ბა­ლა­ხის საფ­რი­ან მინ­დორ­ზე ლა­პა­რა­კი ჯერ ნა­ად­რე­ვი იყო, ბი­ჭე­ბი ხრი­ოკ მო­ე­დან­ზე თა­მა­შობ­დ­ნენ ფეხ­ბურთს, თუმ­ცა აზარ­ტი არა­ვის აკ­ლ­და. არ­ც­თუ ისე იშ­ვი­ა­თად უხე­ი­როდ დარ­ტყ­მუ­ლი ბურ­თი პლე­ხა­ნო­ვის პროს­პექ­ტ­ზე ვარ­დე­ბო­და, სა­დაც ტრამ­ვაი ჯერ კი­დევ და­დი­ო­და და ვიდ­რე ბურთს მო­ე­დან­ზე და­აბ­რუ­ნებ­დ­ნენ, თა­მა­შიც დრო­ე­ბით წყდე­ბო­და.

იმ პე­რი­ო­დის­თ­ვის ფეხ­ბურ­თი უკ­ვე საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და დღის წეს­რიგ­ში დად­გა დი­დი სტა­დი­ო­ნის მშე­ნებ­ლო­ბის სა­კითხი. 1932 წელს გა­მოცხად­და კი­დეც კონ­კურ­სი სტა­დი­ო­ნის პრო­ექ­ტ­ზე, რო­მელ­შიც ახალ­გაზ­რ­და არ­ქი­ტექ­ტორ­მა, არ­ჩილ ქურ­დი­ან­მა გა­ი­მარ­ჯ­ვა. მა­ნამ­დე ასე­თი მასშ­ტა­ბუ­რი სპორ­ტუ­ლი არე­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა ჩვენ­ში არა­ვის ჰქონ­და. ამი­ტო­მაც არ­ჩილ ქურ­დი­ან­მა შე­ის­წავ­ლა მოს­კო­ვის, ლე­ნინ­გ­რა­დი­სა და ხარ­კო­ვის სტა­დი­ო­ნე­ბი და შექ­მ­ნა ახა­ლი ქარ­თუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ნი­მუ­ში.

ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი არ არის, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სტა­დი­ო­ნის მშე­ნებ­ლო­ბა ქურ­დი­ა­ნის­თ­ვის საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო. არ­ქი­ტექ­ტორს ბევ­რი რამ უნ­და გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა: დაწყე­ბუ­ლი სტა­დი­ო­ნის ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბის შერ­ჩე­ვი­დან, დამ­თავ­რე­ბუ­ლი მა­ყუ­რებ­ლე­ბის უსაფ­რ­თხო­ე­ბით. სა­ბო­ლო­ოდ, მან ყვე­ლა ამ სირ­თუ­ლეს ჩი­ნე­ბუ­ლად გა­არ­თ­ვა თა­ვი და დი­დუ­ბე­ში, მუშ­თა­ი­დის გვერ­დით ძა­ლი­ან ლა­მა­ზი "დი­ნა­მოს" სტა­დი­ო­ნი ააგო. სტა­დი­ო­ნის მშე­ნებ­ლო­ბი­სათ­ვის 6 მი­ლი­ო­ნი მა­ნე­თი გა­მო­ი­ყო, სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი კი 1933 წლის სექ­ტემ­ბერ­ში და­იწყო. ეს იყო ყვე­ლა­ზე დი­დი სპორ­ტუ­ლი ნა­გე­ბო­ბა ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში. სტა­დი­ო­ნის სა­ერ­თო სიგ­რ­ძე 150 მეტ­რი, სი­გა­ნე კი - 100 მეტ­რი იყო. სა­თა­მა­შო მინ­დო­რი, შე­სა­ბა­მი­სად - 110 და 72 მეტ­რი. თავ­და­პირ­ვე­ლად, აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და და­სავ­ლე­თის ტრი­ბუ­ნე­ბი სა­მი­ა­რუ­სი­ა­ნი, ხო­ლო ჩრდი­ლო და სამ­ხ­რეთ ტრი­ბუ­ნე­ბი ორი­ა­რუ­სი­ა­ნი იყო. მათ­ზე სა­ერ­თო ჯამ­ში 23 ათა­სი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ეტე­ო­და, ხო­ლო ტრი­ბუ­ნე­ბის ქვეშ სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზე­ბი მო­ეწყო. სა­ზე­ი­მო გახ­ს­ნის ცე­რე­მო­ნია 1935 წლის ნო­ემ­ბერ­ში გა­ი­მარ­თა და პირ­ვე­ლი მატ­ჩიც მა­შინ გა­ი­მარ­თა. ამი­ერ­კავ­კა­სი­ის პირ­ველ­მა ნაკ­რებ­მა მე­ო­რე გუნდს მო­უ­გო, მომ­დევ­ნო წლი­დან კი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბიც და­იწყო.

პირ­ველ სე­ზონ­ში, სა­კავ­ში­რო სპორ­ტ­კო­მი­ტე­ტის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, თბი­ლი­სის "დი­ნა­მო" რა­ტომ­ღაც სა­გა­ზაფხუ­ლო ჩემ­პი­ო­ნა­ტის "ბ" კლას­ში ათა­მა­შეს. რო­გორც ჩანს, ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი სუსტ მე­ტო­ქე­ე­ბად მი­იჩ­ნი­ეს, მაგ­რამ სამ­ხ­რე­თე­ლებ­მა ყვე­ლას აჯო­ბეს, პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვეს და "ა" კლას­ში თა­მა­შის უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვეს. იხილეთ გაგრძელება