იანვარ-აგვისტოში კომერციულმა ბანკებმა 193.3 მილიონი ლარის ქონება დაისაკუთრეს

მიმდინარე წლის აგვისტოს მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონების მოცულობამ 193.3 მილიონი ლარი შეადგინა.

ეს ციფრი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 63 მილიონი ლარით მეტია. კერძოდ, 2016 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 130.3 მილიონი ლარი შეადგინა.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში კომერციულმა ბანკებმა 8.1 მილიონი ლარის ვადაგადაცილებული სესხები ამოიღეს; გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემი 4.1 მილიონი ლარი იყო.

როგორც ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის მიმოხილვაში ვკითხულობთ, ბანკების მიერ ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 2017 წლის 1-ელ რვა თვეში 30.5 მილიონი ლარი შეადგინა.